ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს აშშ მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა

2023 წელს აშშ მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა
აშშ-ს, რომელიც 2015 წლამდე ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ ექსპორტში არ მონაწილეობდა, 2023 წელს ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გახდა.
2016 წელს აშშ-ს წილი იყო 1%, 2017 წელს 5%, 2018 წელს - 7%, 2019 წელს - 10%, 2020 წელს - 13%, 2021 წელს - 18%, ხოლო 2022 წელს მას უკვე 20%-იანი წილი ჰქონდა.
გასული წლის ბოლოსთვის 21%-ით აშშ გახდა ლიდერი ქვეყანა LNG-ის გლობალურ ექსპორტში.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს მსოფლიო ბაზრებზე 84,3 მილიონი ტონა LNG გაიტანა. აშშ-ს მოჰყვა ავსტრალია 78,9 მლნ ტონით და კატარი 78,5 მლნ ტონით.
CEDIGAZ-ის მონაცემებით, აშშ იყო ერთადერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალა გლობალური LNG მიწოდებაში არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის ექსპორტის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია Freeport LNG ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამ, რომელიც ხანძრის გამო დაიხურა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის პირველ კვარტალამდე დახურული იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.