ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს აზერბაიჯანის სასტუმროები 2 მილიონამდე ადამიანს მოემსახურა - რა ვითარებაა საქართველოში

როგორც ადგილობრივი მედია ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, ეს 247 ათას 701 ადამიანით (14,6%-ით) მეტია 2022 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ყარაბაღში არსებული სასტუმროები 36 856 ადამიანს მოემსახურა (2022 წელთან შედარებით 5 372 ადამინით მეტს)
რაც შეეხება ნახჭევას, 2023 წელს სასტუმროები 47 360 ადამიანს მოემსახურა.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 62%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სტუმართა 60.5%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მათგან უმეტესობა, 489 ათასი (16%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2% შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28%) მოქალაქეები იყვნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.