2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, ხანძრებს - 48 - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ წელს ქვეყანაში სულ 5 594 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 158 სიმთვრალით იყო გამოწვეული და 7 310 ადამიანი დაზარალდა .
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 10 564 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 48 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა 205-მა მიიღო. ხანძრების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 380 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 15 დანაშაული და შსს-ს მიერ გახსნილია 8 საქმე. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, გასული წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა. აქედან 6 534 ქალია, ხოლო 1 239 – მამაკაცი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.