2023-ში ყველაზე მეტი ადამიანი მარტვილის კანიონს ესტუმრა — სტატისტიკა

2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა, ჯამში, 1 015 024 სტუმარს უმასპინძლა. ამ ინფორმაციას დაცული ტერიტორიებსი ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1 015 024 მნახველიდან 589 841 სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სააგენტოს ცნობით, უცხოელი მნახველების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი.
2023 წელს ყველაზე მეტი სტუმარი ეწვია შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
· მარტვილის კანიონი;
· პრომეთეს მღვიმე;
· მტირალას ეროვნული პარკი;
· სათაფლია;
· წალკის კანიონი.
“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მათივე ცნობით, 2023 წელს, ჯამში, ეკოტურიზმის განვითარებისთვის 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ