2023-ში გარდაცვლილი ადამიანები

ახალი, 2024 წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოში იმ გავლენიან და ცნობილ ადამიანებს იხსენებენ, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამხედრო თუ რელიგიური ლიდერები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვები.
ერთ-ერთი ყველაზე “ხმაურიანი სიკვდილი” წელს რუსეთში მოხდა. ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ბიზნესი ჰოთ-დოგების გაყიდვით დაიწყო და შემდეგ კრემლისთვის სურსათის უმთავრეს მიმწოდებლად იქცა, ში ომში “ვაგნერის” ჯგუფის მებრძოლებს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაპირისპირების ფონზე, მან მოსკოვისკენ მარშის ორგანიზებაც კი გადაწყვიტა. წარუმატებელი ამბოხი რამდენიმე დღეში დასრულდა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული “შეფი” კი ორ თვეში დაქირავებულ სამხედროთა სხვა ლიდერებთან ერთად ავიაკატასტროფაში საეჭვო გარემოებებით დაიღუპა.
მსოფლიო 2023 წელს დაემშვიდობა ჰენრი კისინჯერს, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რომელიც 29 ნოემბერს გარდაიცვალა და შეერთებული შტატების ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა. მისი “პოლიტიკური ჩრდილი” საგარეო პოლიტიკაში დიდხანს ფიგურირებდა და თუკი ზოგისთვის აღტაცებას, ზოგისთვის მწვავე კრიტიკასაც იმსახურებდა როგორც ამერიკაში, ისე – მის საზღვრებს გარეთ.
გარდაიცვალა როზალინ კარტერი, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, რომლის მეუღლეც ოვალურ ოფისს მხოლოდ ერთი ვადით იკავებდა. კარტერების ოჯახი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ძალზე აქტიურ ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწეოდა.
ცნობილ პოლიტიკოსთაგან 2023 წელს გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, რამდენიმე ამერიკელი სენატორი, ს ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სანდრა დეი ო'კონორი…
შოუ-ბიზნესის სფეროს გამოაკლდა მომღერალი ტინა ტერნერი, რომელიც 24 მაისს გარდაიცვალა. ფანები დაემშვიდობნენ სერიალ “მეგობრებში” ჩენდლერის როლის შემსრულებელ მეთიუ პერის, მომღერალ შინეად ო'კონორს, დევიდ კროსბის და სხვებს. გარდაიცვალა რამდენიმე ცნობილი უფლებადამცველი, რეჟისორი, ტელეწამყვანი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ