ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2020 და 2024 წელსაც ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად, მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული

საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.
„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.