ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2019 წლის შემდეგ BAG-ის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა - ლევან ვეფხვაძე

2019 წლის შემდეგ BAG-ის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა - ლევან ვეფხვაძე

2019 წლის შემდეგ ბიზნესის ასოციაციის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ბიზნესის რეკეტი დასრულდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად ეთანხმება ბიზნესი პრემიერის ამ განცხადებას, რაზეც ვეფხვაძემ განაცხადა: „ვერ გეტყვით, ბიზნესმენებს უნდა ჰკითხოთ. მე 2019 წლიდან ვარ ბიზნეს ასოციაციაში და შემიძლია ამ პერიოდიდან გითხრათ რა მსმენია. 2019 წლის შემდეგ ბიზნესის ასოციაციის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა“.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.