ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“2017 წელს, ოცნების ჩანაწერის გამო რომ შემოსულიყო რუსეთი? ეგ ნიშნავდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მისი აცილება შეგვეძლო?” – ზვიად ტომარაძე

“2017 წელს, ოცნების ჩანაწერის გამო რომ შემოსულიყო რუსეთი? ეგ ნიშნავდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მისი აცილება შეგვეძლო?” – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, ქართული ოცნების და მისი მომხრეების რიტორიკას ეხმაურება და წერს:

ტრამპის განცხადების შემდეგ, უკრაინას ომი არ უნდა დაეწყო, შეეძლო მისი თავიდან არიდებაო, ბევრი ვიდეო თუ სტატუსი მხვდება, რომლებიც ეთანხმებიან, კარგი დავუშვათ ასეა, ამ ლოგიკით ერეკლესაც შეეძლო აღა–მახმადხანთან “ომის არდაწყება”, გიორგი მეშვიდეს თემურ–ლენგთან, საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს გიტლერთან და სხვა… აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას დავუსვამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ იმ ხალხს ვინც მშვიდობით და ომის აცილებით ამაყობს, 2017 წელს როდესაც ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციაში ჩაწერა ნატო–ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ ამ ჩანაწერის გამო რომ შემოსულიყო რუსეთი? ეგ ნიშნავდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მისი აცილება შეგვეძლო?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.