2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი

2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი
2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მუქარასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი მუქარა გააჟღეროს, თუმცა მათი მუქარები არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის.
„2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი. ახლა, საერთოდ მუქარასაც არავითარი ძალა აღარ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თუმცა თვითონ ადამიანებიც არიან არასერიოზულები და მათი მუქარებიც არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს