არქივი16 აგვისტო, 2025, 00:11
2013 წლიდან დღემდე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 278,1 მლნ ლარზე მეტი სესხი გაიცა - სამინისტრო

„2013 წლიდან დღემდე, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 278,1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,779 სესხი“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 67,2 მლნ ლარს აღემატება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.