2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა

2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის – “ნაცები” არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა.
„2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა. ნაცრეჟიმის დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვმუშაობდი პოლიტიკურ მრჩევლად და დეტალურად ვიცნობდით საქართველოს გავერანებულ მოქალაქეთა საქმეებს.
ბრიუსელში იგზავნებოდა ყოვლისმომცველი ანგარიშები ჩემი ევროპელი კოლეგების მხრიდან, თუმცა ადეკვატური რეაგირება ჯალათი სააკაშვილის დღემდე მადიდებელი ევროკრატებისგან არ ჩანდა. ეს ახლაც ნათელია იმ უზნეო დასავლელი აქტორებისგან, რომლებიც უარგუმენტოდ აკრიტიკებენ საქართველოს ინტერესების დამცველ “ქართული ოცნებას” და მისტირიან მონა-მორჩილ “ნაცმოძრაობას”. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 19 მაისის სხდომაზე, 2011-ის 26 მაისის ეგზეკუციონერთა მსხვერპლთა მცირე ნაწილის ხელახლა მონათხრობი უმნიშვნელოვანესი შეხსენებაა საღად მოაზროვნე აბსოლუტური უმრავლესობისთვის – “ნაცები” არ უნდა დაბრუნდნენ, მათი შავბნელი პარტიებიც ასალაგმია და იმ რეჟიმის ყველა არაკაცმა პასუხი უნდა აგოს!“ – წერს აბაშიძე.
Previous: არსად აღარ უნდა გავჭაჭანებულიყავი. კინოდან გამაქრეს, ტელევიზიებიდანაც, უბრალოდ თეატრიდან ვერ გამაქრეს, ცოტა ძნელია ჩემი თეატრიდან გაქრობა – გია ბურჯანაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით