2010 წელს ფინანსური პოლიციიდან მოდის დავალება, საეთერო დრო უნდა უყიდო გიორგი თარგამაძის პარტიასო

2010 წელს ფინანსური პოლიციიდან მოდის დავალება, საეთერო დრო უნდა უყიდო გიორგი თარგამაძის პარტიასო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი საუბრობს.
ვალერი შოშიაშვილი იხსენებს, 2010 წლის მოვლენებს, როდესაც მან, ფინანსური პოლიციიდან მიიღო დავალება, რომ გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის „რუსთავი 2“-ზე საეთერო დრო უნდა ეყიდა, რომლის ღირებულებაც 50 ათას ლარს შეადგენდა.
ასევე, ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კირკიტაძემ შპს „ენკა ჰაუსი“ გადაიფორმა, „ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“
„იმ პერიოდში, როდესაც თანხა გადავიხადე 100 ათასი ლარის შემოწირულობის სახით, ამ პერიოდის შემდეგაც გრძელდება შეთანხმება, თანხის გადახდა. 2010 წელს ისევ მიბარებენ, აქ უკვე შემოწირულობას აღარ მთხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა უყიდოო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, გიორგი თარგამაძის პარტიას, რუსთავი 2-ზე. ირაკლი კირკიტაძისგან [თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით კირკიტაძის ძმა], ფინანსური პოლიციიდან მოდის დავალება, რომ რუსთავი2-ზე უნდა ვუყიდო საეთერო დრო, რომლის ღირებულებაც არის 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადავრიცხო რუსთავი2-ის ანგარიშზე. მართლა გაოცებული დავრჩი იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ სახელისუფლებო პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე და მამაჩემს პირველი ეს ვუთხარი, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა, ეს „ქრისტიან-დემოკრატები“ რაღა შუაში არიან მეთქი. მაშინ ირაკლიმ [კირკიტაძე] მიპასუხა ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო.
ამ პერიოდში ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. საერთოდ ვეღარ შემოდიოდა კონტეინერები. დაიწყო კონტეინერებმა კლება იმიტომ, რომ მუდმივად თანხის გადინება ბიზნესიდან ნიშნავდა იმას, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ოფიციალურად ითხოვს ჩემი შპს-ს გადაფორმებას და ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდისო, უკმაყოფილოები არიან ვისთანაც მიმაქვს თანხაო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი და ამიტომ უნდა გადავაფორმო და მე დავიწყო ჩახედვა რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერებიო. ბიზნესის გადაფორმების შემდეგ, რომელიც მოხდა 2010 წელს, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“-განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით