2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? – 18 საქმე. “ტროიკების” დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია

2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? – 18 საქმე. “ტროიკების” დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია
90-იან წლებში, ყაჩაღები წაიყვანდნენ ოჯახის წვერს და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ. ჩვეულებრივად, [“ნაცმოძრაობის” დროსაც] დააკავებდნენ, წაიყვანდნენ, უბრალოდ არ სჭირდებოდათ სარდაფში დამალვა და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და სისტემური დანაშაულები განიხილება.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის 2009 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, რომელთაგან, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 18 საქმეზე დადგა, ხოლო, იმავე წელს, საპროცესო შეთანხმება 14 000 პირთან დაიდო.
“იურიდიულ კომიტეტში იქნება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის ანგარიში, კუბლაშვილის ხელმოწერილი. ალბათ, ეგონათ რომ არ წავიკითხავდი, მე ვკითხულობდი და 2009 წელს ბევრი საქმე აღარ მიდიოდა სასამართლომდე, მანამდე იხდიდნენ “ჭკვიანი ბიჭები” – ჭკვიან ბიჭებად ითვლებოდნენ ადამიანები, ვინც სასწრაფოდ იხდიდა. სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე. როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? – 18. “ტროიკების” დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0,001 პროცენტია, კუბლაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტია, მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. იმავე წელს, 14 000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება, ანუ 14 000 ოჯახი გაატყავეს. როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების დადება? ადამიანს, რომელსაც ფული არ ჰქონდა, მათივე ბანკები ან მათივე სამევახშეო ორგანიზაციები, მიდიოდნენ, ბინას ადებდნენ ყადაღას ჩაადებინებდნენ ბინას და [ადამიანი] ყიდულობდა თავისუფლებას.” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
Previous: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა