2007 წელს დაიწყო შეტევა მედიაზე – გიორგი მამაცაშვილი

2007 წელს დაიწყო შეტევა მედიაზე – გიორგი მამაცაშვილი
„2007 წელს, პრაქტიკულად შარაძის მკვლელობით დაიწყო ღიად მორალური შეტევა მედიაზე, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამთენიისას გამოგვყარეს ჟურნალისტები“- განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, მიზანი იყო ის, რომ „რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“.
„ეს იყო მიზანმიმართული, რომ „ასავალ-დასავალი“ გაეჩუმებინათ იმიტომ, რომ სწორედ „ასავალ-დასავალი“ იყო ერთადერთი გაზეთი, რომელიც ღიად, დაუფარავად წერდა იმ ჯალათობებზე, იმ სადიზმზე, რასაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, შაშკინის, უგულავას, ახალაიას რეჟიმი ახორციელებდა. კულტურის მინისტრი, გოკა გაბაშვილი შიმშილით კლავდა გოდერძი ჩოხელს. აბსოლუტურად ყველა თემას ვეხებოდით. მე ვწერდი უშუალოდ. ჟვანიას მკვლელობას „ასავალ-დასავალი“ იძიებდა. ეს იყო სწორედ მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის ხუშტურებს, რეჟიმს და ღიად ვწერდით, რომ „ეს არის ფიურერი, ეს არის ჯალათი“. ვინმემ დაგვიჭირა მხარი „სამშობლოდან“ რომ გამოგვაგდეს? კაცი შვილს ხმა არ ამოუღია. გიგი უგულავას ბრძანებით, ირაკლი მაქაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ გამთენიის 5 საათზე „სამშობლოში“ და პირადად მე კონდახების რტყმევით მაგორავეს კიბეებზე. მიზეზი იყო ერთადერთი- რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“-განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
Previous: გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლაზე: საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენელი სააკაშვილი იყო და მაშინ, როგორც ჩანს, შეიძლებოდა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით