2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო ორი სახლის განადგურება – კონკრეტულად, ნორა და ემზარ კვიციანების სახლები უნდა განადგურებულიყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვავალა

2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო ორი სახლის განადგურება – კონკრეტულად, ნორა და ემზარ კვიციანების სახლები უნდა განადგურებულიყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვავალა
2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო კონკრეტულად ორი სახლის განადგურება, როგორც პროგრამა მინიმუმი. ჩვენი მხრიდან დასმული იყო შეკითხვები: ევაკუირებული იყო თუ არა მოსახლეობა და რა უნდა გაგვეკეთებინა კონკრეტულად, იმიტომ, რომ შეიარაღება, რომლითაც მივდიოდით, არ უზრუნველყოფდა ზუსტ დარტყმებს, გამორიცხულია, – ამის შესახებ მფრინავმა იმედა მაისურაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულად, ემზარ კვიციანის და მისი დის, ნორა კვიციანის სახლები უნდა განადგურებულიყო, რის შესახებ დავალება მათ ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღეს.
მაისურაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მფრინავებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, თუმცა, ადგილზე ჩასულებს სხვა სურათი დახვდათ.
„რომ გადავიანგარიშოთ, ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენი და თითოზე 80 რაკეტა – 400 ცალი 80 მმ-იანი S8- ეს სერიოზული ძალაა, ისე ვერ გააკეთებდი გასროლას, რომ დაზიანება არ ყოფილიყო. მიზანს კი გაანადგურებდი, მაგრამ, გარშემო იქნებოდა ძალიან სერიოზული ზიანი, მსხვერპლი, ყველაფერს მოვშანთავდით. კვიციანების ოჯახზეა ლაპარაკი, კონკრეტულად, ნორასი და ემზარის სახლები უნდა განადგურებულიყო.
სიმართლე გითხრათ, ცოტა ქაოტური სიტუაცია იყო, გადარბენა-გადმორბენები იყო ყველგან. [სენაკის] ბაზაზე ავიაციის სეგმენტი ცალკეა, ფეხოსნების – ცალკე იყო, რომ ჩავფრინდით სენაკში, მიგვიყვანეს მანქანებით მეორე ბრიგადის ფეხოსნების შტაბში და ყველა იქ იყვნენ, მერაბიშვილიც და ოქრუაშვილიც იქ ბრძანდებოდნენ, მათი მოადგილეებიც, გენშტაბის უფროსიც და აბსოლუტურად ყველა.
კვიციანების ორი სახლის განადგურება ჩვენ კონკრეტულად დაგვავალა ირაკლი ოქრუაშვილმა. [მიზეზი] არ უთქვამთ, არავის არ უსმენდნენ აბსოლუტურად. მოსახლეობის ევაკუირების თემაზე, ამ მიზანთან იყო თუ არა მოსახლეობა, ერთი ამბავი ატყდა, ფაქტობრივად ჩვენ, საავიაციო ქვედანაყოფის მფრინავები, წინააღმდეგი ვიყავით გაფრენის, ბოლოს, მგონი მიხვდებით, როგორც გაგვიშვებდნენ. წინააღმდეგი კი ვიყავით, მაგრამ ასე პირდაპირ ვერც ვბედავდით გვეთქვა, რომ არ წავალთ, მოსახლეობა ევაკუირებული არის თუ არა, ამაზე პასუხი საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ კი, იქ არავინ დაგხვდებათ, მაგრამ რომ ჩავედით იქ, ვისაც დაეძებდნენ, იმათ გარდა, მოსახლეობა ყველა იქ იყო.“ – განაცხადა იმედა მაისურაძემ.
Previous: ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს, თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისივე წინასწარი ნებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული