2004-12 წლებში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა - ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად უკვე პირადად ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ და აცხადებს, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.
ეს არის კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება.
ბიძინა ივანიშვლმა ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“.
„არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების გარედან მმართველობამ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისულფების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.
„სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშილის და მისი თანამზრახველების სადისტური არაპატრიოტული იბუნება იყო, თუმცა სინამდვილესი ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ... როცა მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“, - განაცხადა მან.
მან თქვა, რომ ეგონა, 2012 წელს შეასრულა მისია, მაგრამ „ეს მიღწევები არ აღმოჩნდა“: „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძნობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“.
„2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩულებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგოამრეობასი ჩააყენეს“.
--
29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.