ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2004-12 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, აგენტურის მმართველობა - კობახიძე 26 მაისს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აცხადებს, რომ საქართველომ 2004-12 წლებში, - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, - „ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა“ და „აგენტურის მმართველობა“ გამოიარა.
„გასული 34 წლის მანძილზე საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში, 2004-12 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი“, - განაცხადა მან.
მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - რომელმაც ცოტა ხნით ადრე ვრცელ სიტყვაში მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ანტიდასავლური შემობრუნება, - „ღალატში“ დაადანაშაულა.
პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას“, თუმცა დღეს „ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას“.
მასალა განახლდება
კვირას, 26 მაისს, დილის ათი საათიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები.
ახალწვეულებმა ფიცი დადეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მცხეთაში, სამთავროს ტაძართან, დიდგორის ველზე, გერგეტის სამებასთან, კაცხის სვეტთან და ბეთანიის მონასტერში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.