20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მდგომარეობა დამძიმდა - რას ამბობს ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მე-6 დღეა შიმშილობს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
მისი ინტერესების დამცველმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯავახიშვილს ისედაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, შიმშილობამ კი მისი მდგომარეობა დაამძიმა:
“ჯავახიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მას ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთულად იყო. ასევე, არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ – ფაქტობრივად სამარტოო საკნის წესები გაავრცელეს მასზე და ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, რომელიც თავის საკანში ჰქონდა"- ამბობს ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.