არქივი26 დეკემბერი, 2023, 18:57
20 წლის კურიერი, რომელსაც 6 თვის წინ მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
20 წლის კურიერი მარიამ ჩაჩანიძე, რომელსაც 6 თვის წინ მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ცნობილია, რომ მა ს ავტომობილი თბილისში, ქსნის ქუჩაზე, იმ დროს დაეჯახა, როცა მოპედით გადაადგილებისას სხვა ავარიას შეესწრო და შემთხვევის ადგილას გაჩერდა. ავარიის შემდეგ ის კომაში იყო, დედამისი კი შვილის სამკურნალოდ ფულს აგროვებდა.
"ნეტგაზეთის" ცნობით, მარიამი 23 დეკემბერს დაკრძალეს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.