20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სასიკვდილოდ სცემა

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა – პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული მიშა სუხიშვილი დამნაშავედ ცნო.
უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.
· ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“,„მ“,„პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.
მსჯავრდებული კაცი მკვლელობამდე ცოლზე ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს – როგორც “პირველებს” საგარეჯოში უთხრეს, მიშა სუხიშვილმა ციხე”ოცნების ამნისტიით” დროზე ადრე დატოვა.
ადგილობრივები მომხდარი სასტიკი დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ციკო სულიკაშვილს ყოფილმა მეუღლემ ციხეში გაშვება არ აპატია.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება