20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების – ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა!

20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების – ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ილონ მასკის მიერ ჯორჯ სოროსზე გაკეთებულ განცხადებას „მაგნეტო, დიდი ძალის მქონე მუტანტი, რომელსაც სძულდა კაცობრიობა“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან კავშირში მყოფი ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან.
„გველს კუდის მოკვეთით ვერაფერს დააკლებ… ამიტომაც, 20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების – ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა! უნდა ვისწავლოთ “რეალ-პოლიტიკა” – გავითვალისწინოთ პარტნიორთა არა რჩევები, არამედ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ისინი იქცევიან საკუთარ ქვეყანაში! – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც