2 წელი სტიქაროსნის ბურუსით მოცული სიკვდილიდან – კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია (რას ითხოვს ოჯახი)

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა – დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა.

დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.

ეს გარემოება ოჯახს კიდევ უფრო უმყარებს ეჭვებს, რომ მკვლელობის ჩაფარცხვას აქვს ადგილი. საუბარია 2024 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ თემო ხადურს პოლიცია აედევნა, ამის შემდეგ ახალგაზრის კვალი იკარგება. სამ დღეში გარდაცვლილი სტიქაროსნის ცხედარი მდინარე წაჩხურაში მწყემსმა ოპოვა.

გარდაცვლილი სტიქაროსანის დედა, ნინო გვიშიანი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ბოლომდე იბრძოლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში