ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2 პირი ძალადობისთვის დავაკავეთ და 1 პირი – ბანერის დაზიანებისთვის – შსს

2 პირი ძალადობისთვის დავაკავეთ და 1 პირი – ბანერის დაზიანებისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარზე, 3 პირი დააკავეს, აქედან ორი ძალადობისთვის.
“გეკას” უწყების ცნობით, დაკავებულია ის პირიც, რომელმაც კახა კალაძის საარჩევნო პლაკატი დააზიანა.
ცნობისთვის, “გეკა” პირველი შს მინისტრია, რომელიც ზედმეტსახელით აწერს ხელს განცხადებებს,.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
შსს ასევე მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვინ და რა მიზეზით უთხრა უარი თანამშრომლობაზე.,
შსს ამტკიცებს, რომ აგრძელებს გამოძიებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.