,, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ” – დიმიტრი ხუნდაძე

22
ხალხის ძალის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
,,არჩევნებამდე ორ წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად. დემოგრაფიულ პრობლემებზე და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონადობას ამცირებს და საფრთხეებს ბევრი მიმართულებით ქმნის. ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ.
ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ავტომანქანების შეზღუდვით, რამაც უკვე გააძვირა ავტომობილები და კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს…”

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…