ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2 ადამიანი დაიღუპა დნეპრში რუსული დრონის იერიშის შედეგად

2 ადამიანი დაიღუპა დნეპრში რუსული დრონის იერიშის შედეგად

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში, რუსული დრონების იერიშს ორი ადამიანი - ქალი და კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჯა ავრცელებს.
მისი სიტყვებით, შეტევა ღამით განხორციელდა, გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად განადგურდა ერთი კერძო სახლი და დაზიანდა - ორი.
გარდა ამისა, 31 იანვრის საღამოსა და პირველი თებერვლის ღამით, საარტილერიო ცეცხლისა და დრონების თავდასხმების ქვეშ მოჰყვა ფრონტისპირა ნიკოპოლის რაიონი.
დაზიანდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ოთხი კერძო სახლი, სამეურნეო ნაგებობა, კაფე და რამდენიმე მაღაზია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.