1989 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს

1989 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს
1989 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს, ფიცს აკითხებს პუტინისთვის არიების მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, გვერდით იყენებს ნაც პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე ყველა მიმართულებით სისხლში ამოსვარა და ფინანსური სარგებლისთვის ცოლის გამქირავებელ და ფარულად გადამღებ და პოლიციაზე პიროტექნიკის მსროლელ ფსევდორევოლუციონერებს ათანაბრებს ცხრა აპრილს დაღუპულ გმირებთან, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.
მისივე თქმით, აგენტურას საქართველოში არასოდეს გაუმარჯვია და ვერც ახლა გაიმარჯვებს, მაქსიმუმ, ჟამთასვლის წრებრუნვაზე, ტრაგედია ფარსით ჩაანაცვლონ, მაგრამ ისტორიის რევიზია არ გამოვა.
“თანამედროვე ლიბერალიზმი, მთელ მსოფლიოში, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ღირებულებების და ამისგან ნაწარმოები ავტორიტეტების გარდაქმნის და გაუქმების გლობალურ პროექტს წარმოადგენს. რასაც ჩვენ დღეს ცხრა აპრილის მემორიალთან ვხედავთ, ესეც ღირებულებების მოშლის, დესაკრალიზაციის და ავტორიტეტების ანულირების მცდელობაა. 89 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს, ფიცს აკითხებს პუტინისთვის არიების მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, გვერდით იყენებს ნაც პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე ყველა მიმართულებით სისხლში ამოსვარა და ფინანსური სარგებლისთვის ცოლის გამქირავებელ და ფარულად გადამღებ და პოლიციაზე პიროტექნიკის მსროლელ ფსევდორევოლუციონერებს ათანაბრებს ცხრა აპრილს დაღუპულ გმირებთან. რეალურად, ცხრა აპრილს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ, გააჩინა ის სივრცე, რომელმაც სუვერენულობის განმტკიცების შესაძლებლობა მოგვანიჭა და რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან დღეს ეს ნაცების, ფსევდოლიბერალების და ენჯეოშნიკების კოლაბორანტული მიკროსოციუმი. აგენტურას ჩვენ ქვეყანაში არასოდეს გაუმარჯვია და ვერც ახლა გაიმარჯვებს, მაქსიმუმ, ჟამთასვლის წრებრუნვაზე, ტრაგედია ფარსით ჩაანაცვლონ, მაგრამ ისტორიის რევიზია არ გამოვა”, – წერს ბაჩო ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა