1952 წლის 29 ივლისს მსახიობი ალექსანდრე (საშა) იოსელიანი დაიბადა

1952 წლის 29 ივლისს არაჩვეულებრივი მსახიობი, ალექსანდრე (საშა) იოსელიანი დაიბადა.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას კლასი) 1973 წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; 1978 წლიდან მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; მონაწილეობდა ფილმებში: “კედელი” (გოგი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა (1966); “არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ” (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე, 1975);”გაქცევა გათენებისას” (კორნეტი, რეჟ. სიკო დოლიძე, 1975); “ჰობოი” (რეჟ. რევაზ კეზელი, 1977); “დათა თუთაშხია” (ვახტანგ შალითური, რეჟ.: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია, 1978); “ზეიმი” (რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი, 1988); “ოქროს ობობა” (კახი, რეჟ.: მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია, 1992. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში;
საშკა იოსელიანმა, უკანასკნელი როლი, 1992 წელს “ოქროს ობობაში” ითამაშა, ერთი წლის შემდეგ კი, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.
ის დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს, გუმისთაზე, სნაიპერის ტყვიით.
1994 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს