19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
საქართველოს ვაჟთა ასაკობრივმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩები ჩაატარეს. გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრებმა, ქუთაისში თურქეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა, ხოლო, ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა, იტალიაში, შოტლანდიას 3:2 სძლია.
19-წლამდელთა რიგებში გოლები ცოტნე ბერელიძემ, ალეკო ბასილაძემ და დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანეს. 17-წლამდე რიგებში გატანილი გოლები მათე შათირიშვილის, ჰალიდ დოლრტმურზიევის და ლაშა ხუციშვილის ანგარიშზეა.
შემდეგი შეხვედრები 26 მარტს გაიმართება. 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დანიას უმასპინძლებს, ხოლო 19 წლამდელები, ელიტ-რაუნდის ჯგუფის მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდებიან.
nakrebi.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.