პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

19 ნოემბერი ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა - ჯანმოს განახლებული მონაცემებით, ყოველ 24 წამში, ავარიაში ერთი ადამიანი იღუპება

19 ნოემბერი ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, ყოველ 24 წამში, ერთი ადამიანი იღუპება ავარიაში.
ჯანმო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ყოველ 24 წამში, მსოფლიო კარგავს შვილს, მამას, დედას, ძმას, დას, მეგობარს ან კოლეგას გზებზე.
სიცოცხლის გადასარჩენად:
ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს;
არასდროს მიიღოთ ალკოჰოლი, როდესაც ხართ საჭესთან;
ატარეთ ჩაფხუტი მოტოციკლისა და ველოსიპედის მართვისას;
გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი;
დაამაგრეთ ავტომობილებში ბავშვების სავარძლები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს - 2022 წელს, საქართველოში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.