ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

18-19 დეკემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 188-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

18-19 დეკემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 188-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის სამუშაოები.
„საავტომობილო გზით მოსარგებლეთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და გადართვა.
2025 წლის 18 დეკემბერს 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება 4-ჯერ, 2-2 წუთით, ხოლო 19 დეკემბერს 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე სენაკი-თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არგვეთას სატრანსპორტო კვანძის პანდუსების და წრიული მოძრაობის გამოყენებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.