18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია – უმცროს ბორჯღალოსნებს შანსი აქვთ, ევროპის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგონ

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს 19 ქულიანი სხვაობით – 29:10 სძლია და დასკვნით მატჩში ასპარეზობის უფლება მიიღო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს.
საქართველოს მხრიდან თავის გამოჩენა შოთა ხელაძემ, გიორგი კეშელავამ, მიხეილ ხახუბიამ და ანდრო დვალმა შეძლეს.
ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი ნაკრები 18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება. საქართველომ ბოლო ორი ფინალი სწორედ პორტუგალიას მოუგო. უმცროს ბორჯღალოსნებს შანსი აქვთ, ევროპის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს