ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

178 მომხრე და 485 წინააღმდეგი - გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის "ტაუ-რუსის" რაკეტების გადაცემას

გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის "ტაუ-რუსის" რაკეტების გადაცემას. ხმები ასე გადანაწილდა: 178 მომხრე და 485 წინააღმდეგი.
რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები, რომლებიც აქამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერდნენ.
პარალელურად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 61 მილიარდიან პაკეტს განიხილავს მომავალ კვირას ამერიკის სენატი. იმ შემთხვევაშიც კი თუ დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას დათანხმდება, გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.