ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[17:00] შეწყალების აქტი არ გამოქვეყნებულა

[17:00] შეწყალების აქტი არ გამოქვეყნებულა

ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია და არ გადაუგზავნია პენიტენციურ დაწესებულებებში იმ პატიმრების სია, ვინც შეიწყალა.

შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია,  რამდენი მსჯავრდებული დატოვებს დღეს საპატიმროს.

8 საათზე მეტია, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან დგანან და ელოდებიან, მოხვდება თუ არა პროევროპულ აქციაზე დაკავებული რომელიმე პირი.

ცხადია, ყველამ ვიცით, რომ ყაველაშვილი არც გადაწყვეტილებას იღებს და საერთოდ, მას არც არავინ არაფერს ეკითხება. აქ მოსული ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენთვის ყველა დღე და დღესასწაული აპტიმრების ფიქრის დღეა და ნათლისღების დღესასწაული, რომელიც ნათელთან და სინათლესთანაა დაკავშირებული. ...[]ჩვენი ნათელი ადამიანები, სინათლის და მზის სხივები, ამ დაწესებულებაში არიან შეპყრობილები და მე მათ მშობლებთან მხარდასაჭერად მოვედი, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.