17:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
სავარაუდოდ, ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა პრემიერს ან მინისტრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დეპუტატები არ უარყოფენ, პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.
ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ