17 წლის არონ იაკობიშვილი “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგის ტრავმის გამო “რაიო ვალეკანოსთან” მატჩს გამოტოვებს.
შეხვედრის განაცხადში კი “ბლაუგრანას” 19-წლამდელთა გუნდის მეკარე არონ იაკობიშვილი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 17 წლის მეკარემ ხავის ძირითად გუნდის განაცხადში მოხვედრა პირველად მოახერხა.
იაკობიშვილი უნგრეთის მოქალაქეა და ბუდაპეშტში გახლავთ დაბადებული.
შეგახსენებთ, “რაიო ვალეკანოსა” და “ბარსელონას” მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მამამისი ქართველი ებრაელია თვითონ უნგრეთში დაიბადა. იაკობაშვილი არ არის იააკობიშვილია. საერთოდ არაა გასაკვირი თვითონ რომ გაუკვირდეს საქართველოში რა მინდაო.