17 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს კვირეული – პიცის ფესტივალი გაიმართება

17 ნოემბერს, კვირას, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, იტალიური სამზარეულოს კვირეული – პიცის ფესტივალი გაიმართება.
იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში დაიწყება ღონისძიებით, რომელიც იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცასა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნება.
პიცის ფესტივალი, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება, მოიცავს პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს საქართველოში ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული იტალიელი მზარეულების მონაწილეობით, შეჯიბრებას საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას.
„სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ, თვალყური ადევნონ პიცის მომზადების სრულ პროცესს, გასინჯონ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი და თბილისში საუკეთესო პიცა გამოავლინონ.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩვენი გენერალური სპონსორი Goodwill-ის, მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით იმართება, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით!“, – ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს