არქივი28 ნოემბერი, 2023, 15:34
17-დღიანი სამუშაოების შემდეგ, ინდოეთში, ჩანგრეულ გვირაბში ჩარჩენილი მუშების ამოყვანა დაიწყო
ინდოეთში, უტარახანდის შტატში, ჩანგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია დაიწყო. როგორც BBC წერს, უკვე 13 მუშა ამოიყვანეს უსაფრთხოდ.
ადგილზე, მუშების ახლობლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არიან.
გვირაბთან მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების მანქანები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.