ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

17 დეკემბერს, 13:00 საათზე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საპროტესტო მარში იგეგმება

17 დეკემბერს, 13:00 საათზე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საპროტესტო მარში იგეგმება

სოციალურ ქსელში, შეფი, ლუკა ნაჭყებია სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს აანონსებს.
აქცია/მარში სამშაბათს, 17 დეკემბერს 13:00 საათზე დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდეა დაგეგმილი. სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
"ნებისმიერ ადამიანს, ვინც ან ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვიერთდეს. სიმბოლურად, თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ. დეზერტირების ბაზრის აგურის შენობა", - წერს შეფი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.