სარეაიბილიტაციო სამუშაოების პროექტითბილისის მერიათბილისის მერის, კახა კალაძის განცხახდებით, სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას იწყებენ. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება და ორ ეტაპად წარიმართება.
“თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – სულხან-საბადა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოებს. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა-რეაბილიტაციაა.
სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშ კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას , ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას.
პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება, იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და კომუნიკაციებმა”. – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპზე, კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მისივე თქმით, 8 შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.
“რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებას და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს”. – განახადა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგებში ასევე გათვალისიწნებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია.
18 არილიდან ლეონიძისა და სულხან-საბანს ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.