165-წლიანი ტრადიცია დასრულდა: დოლარის ბანკნოტებზე ხელს ტრამპი მოაწერს

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ოფიციალური განცხადებით, სამომავლოდ დაბეჭდილ დოლარის ბანკნოტებზე მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერა განთავსდება. აღნიშნული ცვლილება დოლარის დიზაინის ფორმირების 165-წლიან ტრადიციას დაარღვევს.

1860-იანი წლებიდან დამკვიდრებული წესის მიხედვით, ამერიკულ ვალუტაზე ხელს მხოლოდ ხაზინის მდივანი და შეერთებული შტატების ხაზინადარი აწერდნენ. შესაბამისად, მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ბანკნოტზე დატანა აქამდე არასდროს მომხდარა.

თეთრი სახლისა და ხაზინის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს ნაბიჯი ამერიკული ეკონომიკის სიძლიერესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს ხაზს უსვამს. თუმცა დემოკრატი კონგრესმენები ფიქრობენ, რომ ეს პირადად ტრამპის სურვილია, რადგან მას ვაშინგტონში წარუშლელი კვალის დატოვება სურს.

ახალი დიზაინის კუპიურებზე პრეზიდენტის ხელმოწერა ხაზინის მდივნის ხელმოწერის გვერდით, მარჯვენა ქვედა კუთხეში გამოიყოფა. პირველ ეტაპზე ცვლილება 1-დოლარიან და 20-დოლარიან ბანკნოტებს შეეხება. ხაზინის დეპარტამენტი ახალი ნიმუშების მასობრივ წარმოებასა და მიმოქცევაში გაშვებას მომავალი ფისკალური წლის დასაწყისიდან გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან