ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს მიეცათ, თუმცა ერთი-ერთზე გასულ პირესს მეკარე ლორიამ არ გაატანინა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან სიხარულიშვილმა ვერ
უწია მიზანს. ცოტა ხანში სანტისმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას სალიამ დაასწრო, მან კი ბურთი ხარიხას გარტყა. საპასუხო კონტრშეტევისას მორიგი შანსი ხელიდან პირესმა გაუშვა. შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი ლორიამ და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.
ტორპედო არის სამსრცხვინო გუნდი რომელიც უნდა იყოს მესამე ლიგაში თავის სამარცხვინო გულშემატკივრებთან ერთად,ცხადია ყველაზე არაა საუბარი იმათზე ვინც ფულზე იყიდებოდა და ჩხეტიანის დაძახილზე წინ და უკან დარბოდნენ….დღეს ღრნად მოხვდა ტორპედოს დინამოს დუბლებისგან..

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.