არქივი9 სექტემბერი, 2025, 13:26
16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა

თელავის სასამართლომ 16 წლით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა. ბრალდებული პოლიციამ 2025 წლის 18 მაისს დააკავა. ბრალდებაში ნათქვამია, რომ კაცი შვილის უმწეო მდგომარეობით სარგებლობდა მასზე ძალადობისას.
ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.