16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტირს მოედანზე, მოლდოვის 16-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა. პირველი ტესტ-მატჩი რუსთავში ფრედ - 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა, დღეს, ჩვენმა ასაკობრივმა - 2:1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდიდან ანგარიში მე-15 წუთზე ნიკოლოზ კობზონაძის პასით ნიკოლოზ სახვაძემ გახსნა, ხოლო გამარჯვების გოლის გატანა, მე-80 წუთზე თორნიკე ფილაურმა შეძლო.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომავალი წლის შემოდგომაზე, 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების ეგიდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
NAKREBI.GE
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
U16 | საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა
U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე
U16 | საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.