ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

15 წუთში გახსენით რუსთაველზე სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ – შსს–ს მუქარა აქციის მონაწილეებს

15 წუთში გახსენით რუსთაველზე სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ – შსს–ს მუქარა აქციის მონაწილეებს

შსს განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის უწყვეტი აქციის მონაწილეებისგან, ქუჩის გახსნას ითხოვს, ამისთვის კი მათ 15 წუთს აძლევს. განცხადება სოციალურ ქსელში 10 წუთის წინ გავრცელდა:
2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.