არქივი21 ნოემბერი 2025, 10:37
15 წლის შემდეგ ბერლინში კიდევ ერთი მილიონი ხე გაიზრდება

ბერლინში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის ქალაქში კიდევ ერთი მილიონი ხე გაჩნდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
გეგმა შესთავაზა მოქალაქეთა ინიციატივამ BaumEntscheid (რეფერენდუმი ხეებზე), რომელიც სიცხისგან დაცვის ერთ-ერთ ღონისძიებად ქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობის გაზრდას მიიჩნევს. ხეების შესაძენად და დასარგავად თანხები უკვე გამოყოფილია.
გარდა ამისა, კანონი ბერლინის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, 2027 წლიდან თავად დარგონ ხეები თავიანთ ქუჩებში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.