15-წლამდელი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირიდან 18 მედლით და გუნდური ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15 წლამდელები სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან 18 მედლით და გუნდური ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
ქართული დელეგაცია შეჯიბრებაზე ორი გუნდით გამოვიდა. საქართველოს ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებულმა თბილისის გუნდმა 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა. ქუთაისის გუნდმა კი თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო აიღო.
ტურნირის დასკვნით დღეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა და საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა.
საქართველოს ნაკრები ერევანში მწვრთნელებმა ზურაბ ქალდანმა, ჯონი ლორიამ, თემურ მურღულიამ და რამაზ ჩაჩხიანმა ჩაიყვანეს. ტურნირზე ქართველი მსაჯი, ელგუჯა ქობესაშვილიც იყო.
ზურაბ ქალდანი (საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „სომხეთის ტურნირზე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გამოვიდა და ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა ჩვენი ბიჭების წარმატება. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, გმირობის ტოლფასი ჭიდაობისთვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გუნდური შეჯიბრება, რომელიც გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა და სიმბოლურია, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ ბრწყინვალე დღეს მიაღწია წარმატებას.
გუნდური ჩემპიონატის ფინალში სომხეთის ნაკრებს დავუპირისპირდით. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტრადიციულ წონით კატეგორიებს კიდევ ერთი წონა დაემატა – 35 კილოგრამი, სადაც ჩვენ მონაწილე არ გვყავდა და გუნდური შეჯიბრება ერთქულიანი ჩამორჩენით დავიწყეთ, მაგრამ საოცრად დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ 6:5 მოვიგეთ!“
თბილისი
ოქრო – ბიძინა ჯინჭარაძე (57 კგ)
ოქრო – ლუკა მაისურაძე (62 კგ)
ოქრო – რატი რევაზიშვილი (68 კგ)
ოქრო – დათო გორგაძე (75 კგ)
ვერცხლი – დავით მძევაშვილი (44 კგ)
ვერცხლი თემურ თუთარაშვილი (48 კგ)
ვერცხლი – გიორგი აბრამიშვილი (85 კგ)
ბრინჯაო – დაჩი ბარბაქაძე (41 კგ)
ბრინჯაო – ნიკოლოზ ბარათაშვილი (48 კგ)
ბრინჯაო – დაჩი ფილიშვილი (52 კგ)
ბრინჯაო – გიორგი კოტორაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო – რომან ჯიბუხი (62 კგ)
ბრინჯაო – ლუკა შარიქაძე (85 კგ)
ქუთაისი
ოქრო – მათე ონიანი (85 კგ)
ვერცხლი – იოანე სხილაძე (52 კგ)
ბრინჯაო – გუგა მაჭარაშვილი (52 კგ)
ბრინჯაო – ბექა ქუნთელია (57 კგ)
ბრინჯაო – ტარიელ ჩალაძე (68 კგ)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?