არქივი14 ნოემბერი 2025, 13:11
15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ბაღდათი - კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32 - კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი - კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 09:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.