15 თებერვალს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების განრიგი ცნობილია

საქართველოში პროტესტი მე-80 დღეა - თბილისსა და რეგიონებში ათზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართება.
თბილისი:
· "საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ" - მთავრობის ადმინისტრაცია, 18:00 საათი.
· "არა რუსულ დიქტატურას!" - ევროპის მოედნიდან მსვლელობა, 18:00 საათი.
· 19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
· 20:00 საათზე, აქცია საქართველოს პარლამენტთან.
· "პროფესიების პროტესტი რუსთაველზე" - 20:00 საათზე, ჯანდაცვის სექტორი პარლამენტთან.
· 21:00 საათზე, საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.
ბათუმი:
· 12:00 საათზე, ბათუმიდან სარფში (ევროპის მოედნიდან) გაიმართება მსვლელობა;
· 18:00 საათზე, მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!“ (ცენტრალური პარკის კოლონადები);
· 19:00 საათზე, გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“
სარფი:
· 13:00 საათი, "რეჟიმის ტყვეების მხარდამჭერი" აქცია;
ზუგდიდი:
· 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ - „ბრძოლა გამარჯვებამდე“
თელავი:
· 18:00 საათზე, თელავში მერიის წინ უწყვეტი პროტესტი;
ქუთაისი:
· მერიის წინ, 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“
ჩხოროწყუ:
· 20:00 საათზე, მერიის წინ, “გაბედე პროტესტი ყოველდღე!“
ახალციხე:
· შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“
გორი:
· საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
წყარო: tv pirveli
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.