14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობა – სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება

14 წლის მოკლული მოზარდის საქმის არსებით განხილვას თელავის რაიონული სასამართლო 21 დეკემბრიდან დაიწყებს – ამის შესახებ თელავში გამართული გუშინდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით დახურულია. ადვოკატის ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გარდა ამისა, მან უარი თქვა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ასიმ ასლანოვს ოთხი უმძიმესი მუხლით ასამართლებენ. ამავე საქმეზე დაკავებულია არიან ასლანოვის ბიძა და ბიძაშვილი, ასევე, მოკლულის დედა და ბიძა – ეს ცალკე საქმედ განიხილება და სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან