14 ქართული საკვები, რომელსაც ყველაზე ცუდი შეფასება აქვს - TasteAtlas-ის რეიტინგი

TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 14 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 3-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3477 მომხმარებლის შეფასებაზე.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 14 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:
· ხაში - 3 ვარსკვლავი;
· ფელამუში - 3.3 ვარსკვლავი;
· მჭადი - 3.5 ვარსკვლავი;
· მუჟუჟი - 3.5 ვარსკვლავი;
· ჩურჩხელა - 3.6 ვარსკვლავი;
· ჭარხლის ფხალი - 3.6 ვარსკვლავი;
· ტყლაპი - 3.7 ვარსკვლავი;
· ღომი - 3.7 ვარსკვლავი;
· ჭვიშტარი - 3.8 ვარსკვლავი;
· ბუღლამა - 3.8 ვარსკვლავი;
· შილა ფლავი - 3.8 ვარსკვლავი;
· აჯაფსანდალი - 3.9 ვარსკვლავი;
· მხლოვანი - 3.9 ვარსკვლავი;
· ქათმის სუპი - 3.9 ვარსკვლავი.
წყარო: bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.